მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინას რაკეტებსა და ბომბებს გადასცემს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, თებერვალში იგი კიევში გაემგზავრება, რათა შეათანხმოს უკრაინისთვის იარაღის მორიგი პარტიის გადაცემა.
როგორც მაკრონი ამბობს, ომში ს გამარჯვება „შეუძლებელს“ გახდის მოსკოვის მეზობლების ცხოვრებას და ძირს გამოუთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს.
„ვერ და არ უნდა მოვაგებინოთ რუსეთს“, – ციტირებს მაკრონს Associated Press.
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, პარიზი გეგმავს სთვის 40 შორსმსროლელი რაკეტისა [“Scalp”] და რამდენიმე ასეული ბომბის გადაცემას.
მაკრონმა აგრეთვე ისაუბრა ევროპისა და -ს ურთიერთობებზე. მისი თქმით, იპოვის გზას დონალდ ტრამპთან სამუშაოდ, თუკი ამ წლის ნოემბერში ეს უკანასკნელი არჩევნებში გამარჯვებას მოახერხებს. მაკრონის თქმითვე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაშინგტონის პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს. „ამიტომ მსურს, ევროპა უფრო ძლიერი იყოს, არ იყოს დამოკიდებული სხვებზე და იცოდეს, როგორ დაიცვას თავი“, – აცხადებს იგი.