ბუქარესტი: ში, რუმინეთის საზღვართან ახლოს ს დარტყმით გამოწვეული ხანძარი ჩამქრალია

რუმინეთის ხელისუფლებამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ში, მდინარე დუნაიზე, გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერზე ს მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად გამოწვეული ხანძარი ჩამქრალია. რუმინეთის საზღვრიდან სულ რაღაც ასეულობით მეტრში გაჩენილი ხანძრის გამო რუმინეთის ხელისუფლებამ რამდენიმე სოფლის ევაკუაციის შესახებ გასცა განკარგულება.
18 ნოემბერს ზოგიერთ მაცხოვრებელს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცა, თუმცა ჯერჯერობით არა ყველას, რადგან კვლავაც შიშობენ გემზე შესაძლო აფეთქების შესახებ. სოფელი პლაურუ, რომელიც ხანძრის ადგილიდან სულ რაღაც 200 მეტრში მდებარეობს, კვლავაც დაკეტილია.
ტანკერ „ორდინას“17 ნოემბრის დილით გაუჩნდა ცეცხლი მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დრონები გამოიყენეს დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტზე თავდასხმისთვის. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსული დრონები ამჯერად რუმინეთის საჰაერო სივრცეში არ შესულან, მაგრამ გემზე აფეთქების საფრთხემ რუმინეთი აიძულა, მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინა.
როგორც იტყობინებიან, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟი ევაკუირებულია და არავინ დაშავებულა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია