კოსი: ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას

რაც შეეხება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რასაკვირველია [განვაგრძობთ], მიუხედავად იმისა, რომ ეს ახლა ძალიან, ძალიან რთულია. რადგან მთავრობა ზედმიწევნით აკონტროელებს, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და კიდევ უფრო მეტიც იქნება. ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ არ დავაზიანოთ მათი არსებობა. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებების წარმომადგენლებთან, სადაც საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა