წუხელ ზე ს დრონების იერიშს მინიმუმ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

17-18 ნოემბრის ღამეს ს არმიამ უკრაინის რამდენიმე რეგიონი დაბომბა. იერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქებზე.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ჩერნიგოვის ოლქის სასაზღვრო ქალაქ გოროდნიაში დარტყმების შედეგად ორი ქალი დაიღუპა.
ადგილობრივი რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ასევე დაბომბეს ხარკოვის ოლქის ხუთი ქალაქი. მისი თქმით, ქალაქ ბერესტინში 17 წლის გოგონა დაიღუპა, ხოლო 11 ადამიანი დაშავდა. დანგრეულ ნაგებობებს შორის არის ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობები, ასევე ელექტროგადამცემი ხაზები.
რუსულმა დრონებმა ღამით იერიში მიიტანეს ქალაქ დნეპრზე. ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა იმ შენობაზე, სადაც „სუსპილნე დნიპროსა“ და დნეპრის უკრაინული რადიოს ჟურნალისტები მუშაობენ. ამის შესახებ თავად მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია.
რედაქციაში ხანძარი გაჩნდა. იმ დროს შიგნით არავინ იმყოფებოდა. ტელეარხმა გამოაქვეყნა შენობის გარედან და შიგნიდან გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ჩანს ზარალის მასშტაბები.
დნეპრზე რუსეთის იერიშის დროს ორი ადამიანი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვლადისლავ ჰაივანენკოს თქმით, ტელეარხის შენობის გარდა დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, მაღაზია და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ასევე გავრცელდა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამაროვისა და პავლოგრადის რაიონებში.
გარდა ამისა, „უკრზალიზნიცა“ იუწყება დნეპროპეტროვსკის ოლქის რკინიგზის ლიანდაგების დაზიანების შესახებ, რამაც გამოიწვია რამდენიმე მატარებლის მოძრაობის შეჩერება ან გადამისამართება.
რუსეთის ხელისუფლება და სამხედრო ლიდერები რეგულარულად უარყოფენ ში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმას. თუმცა, უკრაინის ხელისუფლება და სხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის ქმედებები წინასწარ განზრახულია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: 2014 წელს კიევში ჩასულმა კახა ბენდუქიძემ თავიანთი მომავალი უწინასწარმეტყველა უკრაინელებს – თუ თქვენ სასწრაფოდ არ გააკეთებთ ძირფესვიან რეფორმებს, მაშინ მაგ რეფორმებს პუტინი ჩაგიტარებთ ქვემეხებითო

სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებაზე – დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო – ეს არის ქვეყნისთვის ტრაგედია