უგულშემატკივრე “შავ ლომს” ჩელენჯ თასზე

20 იანვარს 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, “შავი ლომი” ფრანგულ კლუბ “კლერმონს” დაუპირისპირდება. მოდი სტადიონზე და ერთად ვუგულშემატკივროთ “შავ ლომს”.
პირველად რაგბის ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთო. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის, რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასზე ასპარეზობა ქართული რაგბისთვის, მორიგი მსოფლიო აღიარების მოსაპოვებლად, ძალიან მნიშვნელოვანია.
თამაშის დღეს, სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს 13:00 საათიდან დახვდება კვების ობიექტები, რაგბის ბრენდირებული კოლექცია, გათამაშება და სხვადასხვა გასართობი აქტივობები. მატჩის დაწყებამდე გაიმართება დაიანა კინგის კონცერტი.
თამაშის დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე, კვების ობიექტებში ს ნებისმიერი სადებეტო ბარათით (გარდა ბიზნეს ბარათებისა) გადახდისას და დაიბრუნეთ თანხის 20%
თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.
მატჩზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge-ზე.
#ერთადგავიმარჯვებთ
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

რამხელა შიში აქვთ და რა სიმხდალეა ჩადებული იმაში, რომ სიტყვა დამხობასთან ერთად ამბობენ მშვიდობიანს – თუ დამხობას ამბობს, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ მშვიდობიანი არ დააყოლოს, თუ დამხობა უნდა, დაამხოს და გაეცემა შესაბამისი პასუხი, თუ ვერ ამხობს, მშვიდობიანს ნუ ამატებს

ხელშეკრულების არქონა დამატებით გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საქმე გვაქვს გაუმჭვირვალეობასთან – საკითხთან, რომელიც ასე აწუხებს ევრო ბიუროკრატიას. როგორც ჩანს, ამ ყველაფერში ჩართულია თავად დიპლომატიც

ჩვენ არ გვიკვირს პეტერ ფიშერისგან. ისეთები ვნახეთ კონკრეტულად მისგან, გასაგებია, რომ შეიძლება მისთვის კანონის, ვენის კონვენციის, ან დიპლომატიური ეთიკის დარღვევა სულაც არ იყოს პრობლემა