ანასტასია ზინოვკინა ციხიდან კლინიკაში ეტაპირებას ითხოვს

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ანასტასია ზინოვკინა ციხიდან კლინიკაში ეტაპირებას ითხოვს. ადვოკატის განცხადებით, სინდისის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
უფლებადამცველი, ნინო ლომინაძე განმარტავს, რომ ანასტასია ზინოვკინას ხერხემლის პრობლემა აქვს, ციხეში კი ყოველდღიურად უწევს ტკივილთან შეგუება, რადგან სათანადო მკურნალობა არ უტარდება.
ადვოკატის განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამაც შესაბამის სამსახურს უკვე მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლოს როდესაც შევხვდი იყო საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. მას აქვს ხერხემლის ე.წ. თიაქარი, რაც გამწვავებული ფორმით არის, ვინაიდან ციხეში მოგეხსენებათ არ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტურ გარემოს. აქედან გამომდინარე, ის მუდმივი ტკივილები რაც გააჩნია, მხოლოდ ადგილობრივ დონეზე რაც შეუძლია ექიმს, არის რომ გაუყუჩოს, თუმცა არ ტარდება შესაბამისი მკურნალობა მის მიმართ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, უკვე ტკივილის ატანის რეჟიმშია.
ანასტასიამ განმიმარტა, თავად ციხის ადმინისტრაციამაც მიმართა შესაბამის სამსახურს, რაზეც არ აქვს პასუხი დღემდე მიღებული, ასევე არც მე მაქვს პასუხი მიღებული,” – განაცხადა ნინო ლომინაძემ.
ცნობისთვის, აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტებ გრიბულს 8 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესჯათ.
რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რასაც ბრალდებულები უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა – ზინოვკინა იმასაც ამბობდა, რომ პოლიციელები მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?