ფინეთის პრეზიდენტი – ვაშინგტონმა პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს

ვაშინგტონმა პუტინზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„დონალდ ტრამპი ან სტაფილოს მეთოდს იყენებს ან ჯოხის. სტაფილოს მეთოდის გამოყენება ალასკაზე და პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს სცადა. როდესაც მიხვდა, რომ რუსები მშვიდობით არ არიან დაინტერესებულები, მან ჯოხის მეთოდის გამოყენება არჩია. ახლა ჯოხის მეთოდის რეჟიმში ვართ. შემდეგი ნაბიჯი აშშ-ის სენატში სანქციების პაკეტი უნდა იყოს“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
ასევე, კითხვაზე, ევროპამ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კავშირი უნდა დაამყაროს თუ არა, სტუბმა უპასუხა, რომ ეს „კოორდინირებული უნდა იყოს“.
„როდესაც ეს მომენტი მოვა და ეს გარკვეულ ეტაპზე მოხდება, მაშინ იგი კოორდინირებული უნდა იყოს“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი