ტატო ბაციკაძე: რეალურად ესაა “ბობოლა ქოცების” ოცნებაც

“როჯერ ჟელაზნის აქვს ასეთი გენიალური წიგნი: “სინათლის მეუფე”. ძალიან დიდი სპოილერი რომ არ გამოვიდეს, წიგნის იდეა ისაა, რომ დედამიწიდან სხვა პლანეტაზე ჩასულ ადამიანებს, ადგილობრივებზე ბევრად განვითარებული ტექნოლოგია აქვთ და ამის გამო, ღმერთებად გამოაცხადებენ თავს და ადგილობრივებისთვის არიან კიდეც – დედამიწიდან ჩასული ადამიანები, ცაში ღმერთებივით ცხოვრობენ, ადგილობრივები კი, რომლებსაც ამ ტექნოლოგიაზე ხელი არ მიუწვდებათ, მათზე ლოცულობენ და მათ ემსახურებიან. ეს “ღმერთები” მოსახლეობას განვითარების და ტექნოლოგიურად, შუა საუკუნეებზე შორს წასვლის საშუალებას არ აძლევენ.
რეალურად ესაა “ბობოლა ქოცების” ოცნებაც:
– თვითონ ღმერთივით იცხოვროს, მოსახლეობა კი მას ვემსახუროთ.
– თვითონ, სხვა “ბობოლა ქოცებთან” ერთად ჩაკეტილ მდიდრულ უბანში ცხოვრობდეს, შენ სადმე შორს, შენთან შეხება რომ არ ჰქონდეს.
– როცა მოუნდება, ამერიკაში და ევროპაში მაშინ წავიდეს, თუნდაც შოპინგზე, შენ საქართველოს ვერ გაცდე.
– როცა დასჭირდება, მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო კლინიკაში იმკურნალოს, შენ საუკეთესო ქართულშიც კი ვერ მკურნალობდე.
– თვითონ 90-100 წელი კარგად იცოცხლოს, შენ… რა მნიშვნელობა აქვს, სადამდეც გაქაჩავ, სანამ შრომისუნარიანი ხარ, რომ ემსახურო.
– მისმა შვილმა საუკეთესო კერძო სკოლაში ისწავლოს, შენმა საჯაროში.
– მისმა შვილმა უმაღლესი განათლება ამერიკის და ევროპის გამორჩეულ უნივერსიტეტებში უნდა მიიღოს, შენმა ქართულში, თან რაც შეიძლება ცუდში, რადგან შემდეგ მის შვილს შენი შვილი უნდა ემსახუროს.
კიდევ გავაგრძელებდი ჩამოთვლას, მაგრამ რა აზრი აქვს, უკვე ისედაც ლამის ამ რეალობაში ვცხოვრობთ – ეს ყველაფერი ზედმეტად შორეული პერსპექტივაც ნუ გეგონებათ ❤️” – წერს სპორტული ჟურნალისტი ტატო ბაციკაძე სოციალურ ქსელში.