მიხეილ სარჯველაძე – არ ჩანს ჰორიზონტზე საფუძველი, რომ ოპოზიციას იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა ჰქონდეს

ეს ქაოსური და ცოტა ისტერიკული მდგომარეობაც კი, რომელიც ახლა ოპოზიციაში სუფევს, უკავშირდება მთავარ დილემას – გაუერთიანებლად ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ, გაერთიანების შემთხვევაში – საზოგადოებაში მეტი უარყოფითი განწყობის მოპოვების, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა. მისივე შეფასებით, ოპოზიციაში უმძიმესი მდგომარეობაა.
„რეალურად არ ჩანს ჰორიზონტზე არავითარი საფუძველი, რომ ოპოზიციას ჰქონდეს იმედიანად ყოფნის შესაძლებლობა. ასეთია მოცემულობა და მე არ მგონია, პერსპექტიული იყოს უახლოეს მომავალში ოპოზიციის ამ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა, რადგან რეალური პრობლემის მიზეზი უნდა მონახონ საკუთარ რიტორიკაში, მცდარად არჩეულ ტაქტიკურ ხერხებში. თუ ამას დაადგენენ, ალბათ სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა ექნებათ, მაგრამ არ უნდათ აღიარონ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას, ხელს უშლიდნენ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წარმატებას”, – განაცხადა სარჯველაძემ.