პეტერ ფიშერზე – ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი

ირაკლი პეტერ ფიშერზე – ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს, აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი, შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ არის ძალიან მსუბუქი
იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ გერმანიის ელჩთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გერმანიის ელჩი ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს.
„აქაც შეიძლება დიპლომატიური ნაბიჯის გადადგმა, კონკრეტული პროცედურის გამოყენება. ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება, ჩვენც გვქონდეს კონსულტაციები. უბრალოდ, იმდენად არასერიოზული გახდა ამ კონკრეტული ელჩის ქმედებები, რომ არც ვიცით, რა ჯობია, რაიმე სერიოზული დატვირთვის მინიჭება ასეთი აქტებისთვის, თუ არა. ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე უხეშად არღვევს ვენის კონვენციის კონკრეტულ მოთხოვნებს, პირდაპირ უპირისპირდება ნებისმიერ დიპლომატიურ სტანდარტს. აბსოლუტურად არასერიოზულია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულებაც ამ ადამიანისა და მისი ქმედებების მიმართ, არის ძალიან მსუბუქი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის

ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს