– 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება , როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი

2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება , როგორც წესი და რიგია, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ, ეს მათ თვითონაც არ აწყობთ.
„საერთოდ ბოლომდე გაცამტვერდებიან. ხვალ რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, საკონსტიტუციო უმრავლესობას უმარტივესად მიიღებს „ქართული ოცნება“. როგორც ნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ჩვენი მხარდაჭერა არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი, აქედან გამომდინარე, საუბრები რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ. თვითონ ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი. თუმცა, აქაც სპეკულირებენ. მეტი შეფასება ამას არ შეიძლება, მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის სუბიექტურად თუნდაც რაღაც შეიძლება იყოს საინტერესო, 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება მომდევნო საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ამასთან, პრემიერმა უპასუხა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ქვეყანა და პოლიტიკური სისტემა თავს დააღწევს ჩაკეტილ წრეს.
„აქამდე ხელოვნურად გვატრიალებდნენ ამ ჩაკეტილ წრეზე – მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თავსმოხვეული კოჰაბიტაცია, შემდეგ ამ პროცესების გაგრძელება, ამ ჩაკეტილ წრეს უნდა დააღწიოს თავი ჩვენმა სახელმწიფომ და მისმა პოლიტიკურმა სისტემამ. როგორც კი ეს მარგინალური ძალები, რადიკალური ძალები, უცხოური აგენტურა ჩამოშორდება პოლიტიკურ სისტემას, მაშინვე, ბუნებრივად, ეს საზოგადოების მოთხოვნა და მოთხოვნილებაც არის, რომ ბუნებრივად საზოგადოების წიაღიდან გაჩნდებიან საარჩევნო სუბიექტები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად იმოქმედებენ და ამ არაჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს ჩაანაცვლებენ. საზოგადოება წარმოშობს ამ ყველაფერს. საზოგადოება არის ძალიან გაჯანსაღებული, ამ 35 წლის მანძილზე უამრავი გამოცდილება შეიძინა და ასეთ პირობებში საზოგადოებას არ გაუჭირდება, საკუთარი წიაღიდან შექმნას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები. უბრალოდ ამის საშუალება არ არსებობდა აქამდე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ხელოვნურად ჩაგვტოვეს ამ ჩაკეტილ წრეზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.