ოქროს რეკორდული გაძვირების მიზეზი ჩინეთის მიერ ოქროს ფარული შესყიდვები გახდა – Financial Times

ოქროს რეკორდული გაძვირების მიზეზი ჩინეთის მიერ ოქროს ფარული შესყიდვები გახდა – Financial Times
ოქროს რეკორდული გაძვირების მიზეზი ჩინეთის მიერ ოქროს ფარული შესყიდვები გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჩინეთის მიერ ოქროს შესყიდვები შესაძლოა, ოფიციალურ მაჩვენებლებზე 10-ჯერ მეტი იყოს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანა ცდილობს შეამციროს დამოკიდებულება დოლარზე, ამიტომ დიდი რაოდენობით ოქროს რეზერვებს ქმნის. წელს ჩინეთის ცენტრალურმა ბანკი ოფიციალურად თვეში მხოლოდ 1.9-2.2 ტონა ოქროს შესყიდვას აჩვენებდა, მაგრამ ამ ციფრების ანალიტიკოსებს არ სჯერათ.
Socite Generale-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს ჩინეთს რეალურად 250 ტონამდე ოქრო აქვს ნაყიდი, რაც ცენტრალური ბანკების მიერ გლობალური შესყიდვების მესამედზე მეტია.