ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება

ბრიუსელის საქმეა, რამდენად გამოიყენებს ვიზალიბერალიზაციას საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ეს ასე არ იქნება, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციასთან, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსთან მიმართებით შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება.
„ვხედავთ, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის უვიზო მიმოსვლის საკითხიც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენება ინსტრუმენტად, ძალიან ხშირად შანტაჟის ინსტრუმენტად. რამდენად გამოიყენებს ბრიუსელი ვიზალიბერალიზაციას ქართველების, საქართველოს მოქალაქეების დასჯის ინსტრუმენტად, ეს ბრიუსელის საქმეა. იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება.
იმედი მაქვს, განხილვები, რომლებიც ბრიუსელში მიმდინარეობს, არ იქნება გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაუმსახურებლად. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ის არ იქცევა დასჯის ინსტრუმენტად“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა