აშშ-ის სენატმა მთავრობის დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა – დოკუმენტი უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფას არ ითვალისწინებს

შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს ფედერალური მთავრობის დროებითი დაფინანსების შესახებ. როგორც CNN-ი წერს, დოკუმენტი არ ითვალისწინებს ხარჯებს უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფისთვის.
კანონიერ ძალაში შესასვლელად, კანონპროექტს ხელი ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
პროექტს 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 11 სენატორი იყო. მანამდე დოკუმენტს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაუჭირა მხარი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან“

ბექა ძამაშვილი: „ჩვენი ხელისუფლება 14 წელია, ხელისუფლებაშია და თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ საქმესაც კი, სადაც ევროპული სასამართლო იტყოდა, რომ ქართულ სასამართლოს აქვს მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის პრობლემა“