CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან – ლევან მოსეშვილი

CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან – ლევან მოსეშვილი
2026 წლის 15 ივნისიდან, საქართველოს ავიაბაზარზე Condor Airlines ბრუნდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გერმანულ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების საბოლოო რაუნდი წარმატებით დაასრულა. Condor Airlines პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის მიმართულებით ყოველდღიურად განახორციელებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან,
,,გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ავიაციის და ტურიზმის, ისე ტრანზიტული მიმართულებების განვითარებისთვის.
2026 წლის 15 ივნისიდან კომპანია ფრანკფურტი–თბილისი–ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ, ყოველდღიურ რეისებს განაახლებს.
ეს სიახლე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, რაც ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, – ‘'განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ამჟამად, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან, პირდაპირი რეგულარული ფრენები საქართველოდან გერმანიის 8 ქალაქის მიმართულებით სრულდება. 2025 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოში საჰაერო გზით 350,000-მდე მგზავრი შემოვიდა და 2025 წლის იანვარი-სექტემბერში 65,968 ვიზიტორი ეწვია.
ბილეთების შეძენა ავიაკომპანია Condor Airlines-ის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს