ზურაბიშვილი: თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი, ხმის მიცემაც უნდა შეგეძლოს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმიანება „ქართული ოცნების“ ახალ კანონპროექტს, რომელიც ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის შესაძლებლობას აღარ მისცემს. მისი თქმით, ყველა პატარა ქვეყნისთვის საგანძურია ემიგრანტების ყოლა და მათ უფრთხილდებიან.
„ჩვენ ყველას გვყავს ვიღაც, რომელიც ცხოვრობს ემიგრაციაში, დიასპორის ნაწილია. საქართველოდან წასულია მილიონზე მეტი, ალბათ, მილიონ-ნახევარზე ავიდა ეს რიცხვი. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ ნაწილი, არამედ რესურსი – ყველამ იცით, ფულის გადმორიცხვები, რომელიც ავსებს ბიუჯეტს, რომელსაც დღეს, როგორც ჩანს, ძალიან უჭირს.
ეს არის ნაწილი ჩვენი ქვეყნისა, რომელიც წასულია იმიტომ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ვერც იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების შექმნა, რომელიც დააბრუნებდათ მათ. ამიტომ არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება მათ მიმართ, რომ ყველანაირად შეუნარჩუნონ მათ კავშირები ქვეყანასთან“, – თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფოს კონსტიტუციის მეხუთე მუხლი ავალდებულებს იზრუნოს საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებზე.
„მე არ მაინტერესებს, ის მილიონ-ნახევარი ადამიანი ვის მისცემს ხმას. აქ ლაპარაკია, რომ იყვნენ სრულყოფილი მოქალაქეები. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ხმის მიცემაც უნდა შეგეძლოს. არჩევნებში მონაწილეობა არის აქტი, რითაც შენ დგები, როგორც ქვეყნის მოქალაქე“.
დღეს, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ამისთვის პარტიამ სადავო პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირა.
იმის მიუხედავად, რომ ემიგრანტებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი და სადავო პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ეს ცვლილება არ ზღუდავს ხმის მიცემის უფლებას, არამედ აწესებს ადგილსა და საზღვრებს.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ 95 834 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, გაიხსნა 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი.
ს მონაცემებით, საზღვარგარეთის უბნების უმრავლესობაში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მაგალითად:
· -ში მმართველმა პარტიამ მიიღო ხმების მხოლოდ 7%.
· დიდ ბრიტანეთში – 11.5%
· გერმანიაში 5.3 %
· საბერძნეთში 22.2%
· საფრანგეთში – 10.7%
და ა.შ.
„ქართულ ოცნებას“ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში. მათ შორის:
· თურქეთში – 44%
· აზერბაიჯანში – 89.5%
· სომხეთში – 59.7%
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კონსტიტუციის დარღვევით, ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ და შესაბამისი საზღვრები აღადგინა სააკაშვილის რეჟიმმა, რაც იყო ღალატი – როგორ შეიძლება, ის, რაც არის ღალატის პირმშო, დარჩეს ქართულ კანონმდებლობაში?

ირაკლი კობახიძე – 2028 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება არჩევნები, როგორც წესი და რიგია – ოპოზიციის საუბრები რიგგარეშე არჩევნებზე ცარიელი ფარსია, თვითონ არ აწყობთ, ურჩევნიათ, 3 წელი დაიცადონ, ოღონდ კიდევ ერთხელ არ მოეჭრათ თავი