დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო გაიხსნა

Ciel Dubai Marina-მ სტუმრების მიღება დაიწყო, – იუწყება The National–ი. 377 მეტრის სიმაღლის სასტუმრო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მოქმედი სასტუმრო ობიექტია.
Ciel Dubai Marina წინა ლიდერზე, დუბაის Gevora Hotel–ზე მაღალია, რომლის სიმაღლეც 356 მეტრია.
The National-ის ცნობით, დუბაი ინარჩუნებს მაღალსართულიანი სასტუმროების ინდუსტრიის მთავარი ქალაქის პოზიციას. მსოფლიოში 10 ყველაზე მაღალი მოქმედი სასტუმროდან რვა საამიროში მდებარეობს. სიაში შედის Burj Al Arab–ი, რომელიც იალქნის ფორმისაა. მისი კონსტრუქცია, შუბის ჩათვლით, 321 მეტრს აღწევს.
გამოცემის ცნობით, დუბაიში მაღალსართულიანი სასტუმროების სეგმენტის განვითარება გრძელდება და და ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი ობიექტები გააძლიერებს ტურისტულ ნაკადს და ინტერესს Dubai Marina–ს ტერიტორიისადმი.
წყარო: snob.ru