საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ბენჟამენ ჰადადიმ განაცხადა, რომ ქართული ოცნების რეპრესიები ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ “გზას უჭრის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.”
“ევროკომისია გაფართოების ანგარიშით ძალიან მკაფიო იყო საქართველოსთან დაკავშირებით. ქართული ოცნების ქმედებები, რეპრესიები ოპოზიციის, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ გზას უჭრის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ეს სამწუხაროა, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპულ გზას. ეს მისწრაფება არის ძლიერი და მას საფრანგეთის და სხვა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერაც აქვს”, – განუცხადა მან “ევროსკოპს.”
ჰადადის მოუწოდებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ჩაერთოს ოპოზიციასთან დიალოგში, ახალ არჩევნებზე მუშაობა დაიწყოს და გაათავისუფლოს კრიტიკულად მოაზროვნე დაპატიმროებული ადამიანები.
მისი თქმით, ეს არის “ერთადერთი გზა”, რომლის საშუალებითაც საქართველო შეძლებს, დაუბრუმდეს ევროკავშირის გზას.
“მაგრამ რაც ხდება წინა წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ბოლო თვეებში ლიბერალური გზიდან გადახვევა – უფრო მეტად აშორებს ქვეყანას ევროპულ გზას. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას მთლიანად შეცვალოს პოზიცია და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან, დაიწყოს მუშაობა ახალი არჩევნებისთვის, გაათავისუფლოს პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, საქმოქალაქო საზოგადოების აქტივისტები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც ქვეყანას შეუძლია დაუბრუნდეს ევროპულ მისწრაფებას. სხვა შემთხვევაში ეს პროცესი გაიყინება”, – თქვა ჰადადიმ.




