უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დახვდა. Reuters-ის ცნობით, ლიდერები კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, სამხედრო თვითმფრინავებითა და რაკეტებით მომარაგებაზე შეთანხმებების გაფორმებას აპირებენ.




