კალაძე ანტიკორუფციულს, რომელსაც ხურავენ, “გარედან თავმოხვეულ, ვითომ შექმნილ ორგანოს” უწოდებს

ქართული ოცნების თბილისის მერი ანტიკორუფციულ ბიუროს, რომლის დახურვაც დღეს დააანონსდა, “გარდან თავსმოხვეულ, რაღაც დამოუკიდებელ, ვითომ შექმნილ ორგანოს” უწოდებს.
“ეს იყო გარედან თავსმოხვეული, რაღაც დამოუკიდებელი, ვითომ შექმნილი ორგანო. რეალურად აღნიშნული მიმართულება შევა აუდიტის სამსახურში. მე უნდა ვაფასებდე [ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას? ] მე ვერაფერს ვუწუნებ, რა ვიცი. არც ვიცი, რა გითხრათ”, – Ipn-ის ცნობით, ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს დააანონსა ანტიკორუფციული ბიუროსა და მასთან ერთად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაუქმება.
ქართულმა ოცნებამ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა 2022 წლის 26 ოქტომბერს დააანონსა. მაშინდელმა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ბიურო “ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, ამ გეგმის მე-4 პუნქტის შესასრულებლად” შექმნეს.