– სუბიექტები არიან საქართველო და , ჩვენ სალაპარაკო გვაქვს რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ამ საკითხზე ე.წ. ადმინისტრაციას არავითარი გავლენა არა აქვს!

სუბიექტები არიან საქართველო და , ჩვენ სალაპარაკო გვაქვს რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ამ საკითხზე ე.წ. ადმინისტრაციას არავითარი გავლენა არა აქვს! – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების თაობაზე დასმულ კითხვას.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, “სამხრეთ ოსეთი“ როგორც ტერმინი, არ უნდა არსებობდეს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის ღალატი იყო, როდესაც მათ 2006-2007 წლებში 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები აღადგინეს და ამით ოკუპაციის წინაპირობები შექმნეს“.
„თავის დროზე, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უდიდესი ღალატი ჩაიდინა, როდესაც 2006 წელს მათი ორგანიზებით ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული სეპარატისტული ჩატარდა. “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტერმინი „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“ შემოაბრუნა. ჩვენ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას ვცდილობთ გამოყენებული იყოს ტერმინი „ცხინვალის რეგიონი“. ამ დროს “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში ეს ასე ირიბად შემოიტანა. 2007 წელს კი, ამ სეპარატისტული თ, რომელიც სინამდვილეში “ნაციონალური მოძრაობისგან“ იყო წახალისებული და ორგანიზებული, ამ ადმინისტრაციის შექმნა დააფუძნა. ეს იყო ესკალაციის გზა, რომელმაც საბოლოო ჯაში, ომამდე და რუსეთის მხრიდან ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამდე მიგვიყვანა. ეს არის საკითხი, რაც ასახულია კონსტიტუციურ სარჩელში, რომლითაც ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ. ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ. “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2007 წელს მიღებული კანონით არსებობს წარმონაქმნი, რომელსაც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია ჰქვია, რაც თავის მხრივ არის ანტიკონსტიტუციური, ვინაიდან შეუძლებელია, რომ ასეთი ორგანოები შეიქმნას. ამავე დროს, არის სამხრეთ ოსეთის, როგორც ტერმინის შემობრუნების მცდელობა. შესაბამისი კანონისა და ადმინისტრაციის გაუქმება ამის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას აუქმებს.
“ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის ს ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. ამასთან, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც მისივე თქმით, კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს.