სოფელ ერგნეთში, სამშაბათს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ცხინვალის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება “ქართველ პოლიციელთა საგუშაგო, რომელიც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ტერიტორიის ფარგლებში 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან უკანონოდ არის განთავსებული”.
ოსური მედიის ცნობითვე, მხარეები ასევე განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს დე ფაქტო საზღვარზე და განაალიზებენ დარღვევების შესახებ მონაცემებს, რომლებიც წარდგენილ იყო IPRM-ის წინა შეხვედრის შემდეგ.
ერგნეთში გამართული შეხვედრები უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ტარდება. მონაწილეობენ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის, რუსეთის, საქართველოს, ევროკავშირის და ეუთოს წარმომადგენლები.
დღეს, 17 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს.




