აფხაზეთში მცხოვრები კუბელი მოხალისე უკრაინის ომში დაიღუპა

აფხაზეთში მცხოვრები ხუან კარლოს ვალდესი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაიღუპა. ამის შესახებ სპუტნიკ აფხაზია წერს.
რუსული მედიის ცნობით, კუბაში დაბადებული ხუან კარლოს ვალდესის ცხედარი, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მოხალისედ წავიდა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, 11 ნოემბერს ძერჟინსკთან ახლოს იპოვეს და შემდგომ ბზიფში გადაასვენეს.
ვალდესის დაკარგვის შესახებ ცნობები 27 მარტს გავრცელდა. გარდაცვლილის მეგობრის ინფორმაციით, ვალდესი აფხაზეთში 20 წლის წინ სამუშაოდ ჩამოვიდა, შექმნა ოჯახი და იქვე ცხოვრობდა.
რამდენიმე თვის წინ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ “სვოს” ზონაში აფხაზეთიდან 70-ზე მეტი მოხალისე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”