Madrid Fusió – „სტუმარმასპინძლობა საქართველოში მთავარი კერძია“

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე Madrid Fusión-ის Facebook გვერდი საქართველოს შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველო Madrid Fusion-ის სტუმარი ქვეყანაა. ეს არის ტრადიციისა და შემოქმედების შერწყმა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“,- ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, სტუმრის სტატუსით წარდგება.
„საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, დამატებით, თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს“,- ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/photo/?fbid=781998230630991HYPERLINK “https://www.facebook.com/photo/?fbid=781998230630991&set=a.641268328037316″&HYPERLINK “https://www.facebook.com/photo/?fbid=781998230630991&set=a.641268328037316″set=a.641268328037316

ასევე დაგაინტერესებთ