“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი IRI-ის ახალი კვლევის შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ “რუსული პარტიის დამარცხება და თან დიდი ანგარიშით შესაძლებელია თუ პატარა, პროდასავლური ოპოზიცია სტრატეგიულად სწორად მოიქცევა”. მისი განცხადებით, აღნიშნულს ყველა კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს.
ხაბეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რუსული ოცნების, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლიანი, ყველაზე დიდი ევროპული პარტიაა საქართველოში და შესაბამისად, გავაკეთეთ გამარჯვების კოალიცია გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელთან, რომლის მხარდაჭერა და ხმები ყველაზე იოლად ერწყმის ჩვენს პარტიას – ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, მხოლოდ პირველი ადგილისთვის. IRI – ის ეს კვლევაც ადასტურებს, რომ ჩვენ 4 – ჯერ და რიგ შემთხვევაში 8 – ჯერ უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს, შესაბამისად უმჯობესია ჩვენზე “შფოთვებს” და “ნერვიულობას” მორჩეს ყველა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვერანაირი პროცესი, თუ ცალკე აღებული კონკრეტული ადამიანის(ების) ვიწრო, პირადი წუწუნი და მოთქმა, ვერ დააზიანებს მთავარ მიზანს, იდიასა და ღირებულებებს. მიხეილ სააკაშვილის პარტია, მის გარეშემო გაერთიანება, იქნება მთავარი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა ქართველი ხალხის ხელში, რუსული ოცნების, რუსი ოლიგარქის დამარცხების გზაზე. ყველა პროდასავლურმა პარტიამ უნდა შეძლოს პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გარდაუვლად დაამარცხებს ივანიშვილს და მის რეჟიმს. ერთადერთი გამოასავალია, ყველამ ესაუბროს მის ამომრჩეველს, მოახდინეთ თქვენი მხარდამჭერების დარწმუნება, გაერთიანება, რომ გადალახოთ 5 % – იანი ბარიერი და არანაირი შანსი რუსულ პარტიას არ დარჩება”, – წერს ლევან ხაბეიშვილი.
იხილეთ ასევე:
· IRI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს აქვეყნებს