გამოდის წინადადებით ღაზა დაიყოს “მწვანე” და “წითელ” ზონებად – The Guardian

ბრიტანეთში გამომავალი The Guardian-ი იუწყება, რომ გეგმავს ღაზის სექტორის გრძელვადიან დაყოფას “მწვანე ზონად”, რომელსაც ს და საერთაშორისო სამხედრო ძალები გააკონტროლებენ და სადაც რეკონსტრუქცია დაიწყება, და “წითელ ზონად”, სადაც რეკონსტრუქციის სამუშაოები არ იგეგმება. გამოცემა აღნიშნავს, რომ პალესტინელთა უმრავლესობა “წითელ ზონაშია” გადანაცვლებული.
უცხოეთის ძალები პირველ ეტაპზე განთავსდებიან ს სამხედროების გვერდიგვერდ, ღაზის აღმოსავლეთში, რაც ომით გაჩანაგებულ ღაზის სექტორს დატოვებს დაყოფილად ამჟამად მოქმედი, ისრაელის მიერ კონტროლირებული “ყვითელი ხაზით” – წერია აშშ-ის სამხედრო დაგეგმარების დოკუმენტებში, რომლებსაც გამოცემა გაეცნო, და რომლებსაც ასევე იცნობენ ამ გეგმებში გათვიცნობიერებული წყაროები.
“იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით ეს ერთიანი გახდეს, ხომ ასეა? მაგრამ ეს მისწრაფებაა” – The Guardian-ი ავრცელებს ანონიმურად დატოვებული აშშ-ის ოფიციალური პირის ამ სიტყვებს. “ამას დრო დაჭირდება. ეს არ იქნება იოლი” – დასძენს წყარო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შესახებ პრაქტიკული გეგმისა და მასშტაბური რეკონსტრუქციის არარსებობის პირობებში ღაზა ბუნდოვანი მომავლის წინაშეა, ორწლიანი დამანგრეველი ომის შემდეგ.
შუამავლები გამოდიან გაფრთხილებით, რომ ამჟამინდელი ვითარება დაყოფილ ღაზაში “არ არის ომი, მაგრამ არც მშვიდობა”, ისრაელის ძალების მხრიდან რეგულარული შეტევების, პალესტინელთა თვითმმართველობის არარსებობის და პალესტინელების სახლების და თემების აღდგენის არარსებობის პირობებში.
სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების (ISF) შექმნა საფუძვლად უდევს აშშ-ის პრეზიდენტის, ს ოცპუნქტიან “სამშვიდობო გეგმას”. აშშ-ის იმედი აქვს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლიციის პროექტი, რომელიც გზას უხსნის ოფიციალურ მანდატს, მომავალ კვირაში დამტკიცდება. ვაშინგტონს სურს ამას მოჰყვეს სამხედროთა ადგილზე დისლოცირების კონკრეტული დეტალები.
ტრამპი გამორიცხავს აშშ-ის სამხედროების ადგილზე განთავსებას ისრაელის ძალების გასვლისთვის, ასევე რეკონსტრუქციის დაფინანსებას.
The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის სამხედრო მმართველობამ შეიმუშავა ISF-ში ევროპელი ძალების ჩართვის გეგმა – მათ შორის ასობით ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი სამხედროსი. აშშ-ის ასევე სურს, რომ გერმანიის, ნიდერლანდის და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოების ძალებმა მონაწილეობა მიიღონ საველე საავადმყოფოების მართვაში, ლოგისტიკასა და დაზვერვაში.
გამოცემის თანახმად, ამ ეტაპზე ბუნდოვანია ამგვარი გეგმის რეალისტურობა. ერაყსა და ავღანეთში ხანგრძლივი მისიების შემდეგ, ევროპის ქვეყნების ლიდერებს არ სურთ თავიანთი სამხედროების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ ღაზაში, თუმცა გამოდიან სხვა ფორმით დახმარების პირობით. სამხედროთა ჩართვის წინადადებით მხოლოდ იტალია გამოვიდა.
radiotavisupleba.ge