საბერძნეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, საბერძნეთში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკიმ დღეს დილით განაცხადა, რომ საბერძნეთთან გაზის მიწოდების შესახებ შეთანხმება მზადაა.
„დღეს ჩვენ უკვე მოვამზადეთ საბერძნეთთან უკრაინისთვის გაზის შესახებ შეთანხმება, რომელიც კიდევ ერთი მარშრუტი იქნება გაზის მიწოდებისთვის, რათა ზამთრისთვის იმპორტი მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს. უკვე გვაქვს შეთანხმებები გაზის იმპორტის დაფინანსების შესახებ და დავფარავთ თითქმის 2 მილიარდ ევროს, რომელიც საჭიროა გაზის იმპორტისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ