უკრაინა ადასტურებს დარტყმას რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს ცნობებს, რომ 15 ნოემბრის ღამეს უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა რუსეთში, რიაზანში განთავსებულ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოზე. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ობიექტის ტერიტორიაზე აღირიცხა აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი.
მანამდე რიაზანის ოლქის გუბერნატორი, პაველ მალკოვი ამბობდა, რომ დრონებით შეტევის შედეგად “ნამსხვრევების ჩამოვარდნის” შემდეგ ცეცხლი გაჩნდა ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე. გუბერნატორს საწარმოს სახელი არ დაუზუსტებია. დაშავებულები არ არიან, ზარალის მასშტაბი დადგენის პროცესშია – აცხადებს მალკოვი.
რიაზანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მოცულობის კუთხით ერთ-ერთია ხუთი მსგავსი ობიექტიდან რუსეთში. ის წელიწადში გადაამუშავებს 17 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს.
ს თავდაცვის სამინისტრო 15 ნოემბერს, დილით იუწყებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ს რეგიონების თავზე ჩამოაგდეს უკრაინის 64 დრონი – მათგან 25 რიაზანის ოლქის თავზე, 17- როსტოვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ანა დოლიძე: ციხიდან გამოტანილი მაცივრის შეხედვისას უნდა გაგვახსენდეს ერთი რამ: დაახლ. 700 ათას ადამიანი საქართველოში იღებს სოციალურ შემწეობას, 128 ათასი ოჯახი. ეს ის სახლია ვისაც სახლში ხშირად არ აქვს მაცივარი!