ტრამპი საუდის არაბეთს, სავარაუდოდ, F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიჰყიდის – Bloomberg

-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი Bloomberg-ს უყვება, რომ პრეზიდენტი ს მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან, სავარაუდოდ, F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწევს.
ოფიციალური წყაროს თქმით, ტრამპი და მემკვიდრე პრინცი 18 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაზე ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროში შეთანხმებების ხელმოწერას გეგმავენ.
Bloomberg წერს, რომ სთვის F-35-ის მიყიდვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი და რიადი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ცდილობენ, ხოლო ტრამპი საუდის არბეთზე ზეწოლას აძლიერებს, რათა ქვეყანა აბრაამის შეთანხმებას შეუერთდეს და ისრაელთან ნორმალური ურთიერთობები დაამყაროს.
მოლაპარაკებებთან ახლოს მყოფი ოფიციალური პირები გამოცემას უყვებიან, რომ საუდის არაბეთი F-35 ტიპის გამანდგურებლის შეძენას დიდი ხანია ცდილობს. F-35 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი ტექნოლოგიის მქონე საბრძოლო თვითმფრინავებად ითვლება. თითოეული ასეთი თვითმფრინავის ფასი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
New York Times-ის ინფორმაციით, პენტაგონის მიერ მომზადებული დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ჩინეთმა შესაძლოა თვითმფრინავის მოწინავე ტექნოლოგიაზე მიიღოს წვდომა, თუ რიადს F-35-ებს მიაწვდის, რისი მიზეზიც თავდაცვის სფეროში პეკინის რიადთან კავშირებია.
tabula.ge