ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს

ვეტერან სპორტსმენს და “ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატს, ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და ის ციხეს ოთხ თვეში დატოვებს.
როგორც ზვიადაურის ადვოკატმა ტვ პირველს განუცხადა, საპროცესო შეთახმების მოთხოვნით თავად ბრალდებულმა მიმართა, რაც დააკმაყოფილეს. საპროცესო შეთანხმების თანახმად მას ექვსთვიანი პატიმრობა, პირობითი მსჯავრი და 5 ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ზვიადაური 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს. მას ედავებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებას, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა