– მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთთან ორშაბათს „ისტორიულ შეთანხმებას“ გააფორმებს, რომელიც უკრაინის ავიაციის გაძლიერებას ეხება.
„მოვამზადეთ ისტორიული შეთანხმება საფრანგეთთან. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ავიაციას, საჰაერო თავდაცვას და სხვა თავდაცვით შესაძლებლობებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ დილის მიმართვაში.
უკრაინული მედია წერს, რომ პრეზიდენტის ვიზიტის გრაფიკის მიხედვით, ხელმოწერა ორშაბათს გაიმართება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამშაბათს შედგება მისი „პროდუქტიული ვიზიტი“ ესპანეთში, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
„კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც ნამდვილად გვეხმარებიან. დღეს ჩვენი მთავარი მიზნებია საჰაერო თავდაცვა და საჰაერო თავდაცვის რაკეტები. რუსეთის ყოველი დარტყმის შემდეგ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენი ძალების აღდგენას. ეს ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?