„მთლად რომ მე და ჩემს მოადგილეებს მოგვიწიოს მუშაობა, წერეთლის გამზირზე სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა, იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს და მოძრაობა უნდა იყოს აღდგენილი და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე შერჩეულია ახალი კომპანიები, რომლებიც წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოებს შეასრულებს.