უახლოეს დღეებში თოვლჭყაპი და ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი – 17-19 იანვრის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოში 17-19 იანვარს თოვლჭყაპია მოსალოდნელი. meteo.gov.ge-ის თანახმად 17 და 18 იანვარს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის ქარი 22მ/წმ-მდე სიჩქარით. ტემპერატურა -2 +10 გრადუსი იქნება. 19 იანვარს ღამით ტემპერატურა -3-მდე დაიკლებს, ღამით ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ნისლი, დღე ჰაერი +12-მდე გათბება. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი, ქარბუქი და ძლიერი ყინვა.
დასავლეთ საქართველოში 17 იანვარს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. ტემპერატურა +3+13 გრადუსი. 18 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, გაძლიერდება აღმოსავლეთის ქარი 22მ/წმ-მდე. 19 იანვარს კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს. მთაში და მაღალ მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი. ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაეცემა.
თბილისში 17 იანვარი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება 22მ/წმ-მდე. 18 იანვარს მოსალოდნელია მცირე წვიმა +3+9 გრადუსი ტემპერატურა. 19 იანვარი კი უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +1 +10 გრადუსამდე გათბება.

ასევე დაგაინტერესებთ