კიევზე მორიგი თავდასხმისას დაიღუპა ჩერნობილის პირველი მსხვერპლის ქვრივი

14 ნოემბრის ღამეს, კიევზე ს შეიარაღებული ძალების მორიგი თავდასხმისას, რომელსაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, დაიღუპა ნატალია ხოდემჩუკი – ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლის, ვალერი ხოდემჩუკის ქვრივი. ითვლება, რომ ვალერი ხოდემჩუკი 1986 წლის 26 აპრილს, სადგურის მეოთხე ენერგობლოკის ავარიის პირველი მსხვერპლი იყო.
73 წლის ნატალია ხოდემჩუკი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ 15 ნოემბერს, უკრაინული ტელემარათონის ეთერში გავცელდა.
კორპუსში, რომელიც რუსული შეტევის შედეგად დაზიანდა, ცხოვრობენ ჩერნობილის ენერგობლოკის ავარიისას დაზარალებული ადამიანები და ლიკვიდატორების ოჯახები.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა. ხოდემჩუკის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ის საავადმყოფოში მძიმე დამწვრობებით გადაიყვანეს და მომდევნო დღეს გარდაიცვალა.
ნატალია ხოდემჩუკის ქმარი, ვალერი ხოდემჩუკი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მთავარი ცირკულაციის ტუმბოს უფროს ოპერატორად მუშაობდა. იმ დღეს, როდესაც ჩერნობილში, ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, ვალერი ხოდემჩუკი თავის სამუშაოს ასრულებდა.

ვალერი ხოდემჩუკი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. არსებული მონაცემებით, ის აფეთქებისას ადგილზე დაიღუპა და მისი სხეული ენერგობლოკის ნანგრევებში დარჩა. ცხედრის პოვნა შეუძლებელი იყო ხანძრისა და ძლიერი რადიაციის გამო.
ხოდემჩუკის სიმბოლური სამარე მოსკოვის მიტინსკის სასაფლაოზე მდებარეობს, სადაც დაღუპული მეხანძრეები და ელექტროსადგურის თანამშრომლები არიან დაკრძალული.
ცნობილ მინი-სერიალში “ჩერნობილი” ხოდემჩუკის როლი შეასრულა მსახიობმა კირან ო'ბრაიენმა.

1986 წლის აპრილში, ში ავარია მოხდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4 ენერგობლოკზე. აფეთქებით გამოწვეული რადიაციული ფონის ზრდა 30-40-ჯერ აღემატებოდა 1945 წელს, იაპონიის ქალაქ ჰიროშიმაში ატომური ბომბის აფეთქებით წარმოქმნილ რადიაციულ ფონს. ჩერნობილის ავარიის შედეგად, რადიაქტიური ღრუბელი უკრაინის გარდა გავრცელდა ბელარუსისა და ს ტერიტორიების დიდ ნაწილზე.

გაეროს მონაცემებით, 1986 წლის ატომურმა კატასტროფამ 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა გარემოს დამცველი აქტივისტების ვარაუდით, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია და 100 ათასს აღწევს.
ფორუმი