მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველის საფეხბურთო ნაკრები ესპანეთთან 0:4 დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

მატჩი თბილისში, “დინამო არენაზე” გაიმართა.

ესპანეთმა საქართველოს ნაკრების კარში სამი გოლი პირველივე ტაიმში გაიტანა. საბოლოოდ კი, მეორე ტაიმში გატანილი კიდევ ერთი გოლით, თამაში ანგარიშით – 0:4 დასრულდა

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ჩაატარებს.