ისინი ზანდუკელის ქუჩაზე, მერაბ კოსტავას სახლთან მივიდნენ, თუმცა პოლიციამ ზანდუკელის ქუჩა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაკეტა და მოქალაქეებს გზის ამ მიმართულებით გაგრძელების უფლებას არ აძლევს.
აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია, რომ სამართალდამცველები კეტავენ ტერიტორიას, რომელიც “საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა”.




