-ში კომპანიებს მისცა ნებართვა, 13 დეკემბრამდე აწარმოონ მოლაპარაკებები „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვაზე

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კომპანიებს ნებართვა მისცა, 13 დეკემბრამდე აწარმოონ მოლაპარაკებები „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის შესახებ.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როზენ ჟელიაზკოვი მიესალმა -ის გადაწყვეტილებას.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ნედლი ნავთობის დროული მიწოდება და ქარხნის ნორმალური ფუნქციონირება“, – განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ჟეჩო სტანკოვმა აღნიშნა, რომ სანქციების დაწესებისთანავე დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც დიდ ბრიტანეთთან, ისე აშშ-სთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ ნებართვები.
ცნობისთვის, აშშ-მა გასულ თვეს სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას – „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაზრდას.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…