ტექნოლოგიური გიგანტი “გუგლი” ხელოვნური ინტელექტის ინიციატივების შესაძლებლობების გაფართოების ფარგლებში ტეხასში, სამ ახალ მონაცემთა ცენტრში, 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, – ამის შესახებ Google-მა 14 ნოემბერს, პარასკევს, განაცხადა.
ინვესტიცია 2027 წლამდე განხორციელდება და მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებს გააძლიერებს.
კომპანიის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტისა და ღრუბლოვანი სერვისების პროვაიდერებს შორის გამძაფრებულ კონკურენციას და ინფრასტრუქტურის გაძლიერების აუცილებლობას.
ცნობისთვის, OpenAI, Microsoft, Meta Platforms და Amazon მილიარდებს ხარჯავენ ხელოვნურ ინტელექტის მქონე ახალ მონაცემთა ცენტრებში.




