ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის, რომელსაც თბილისელების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს, მნიშვნელოვანია, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე იანვრის ბოლოს აღდგეს […] სულ რომ ჩვენ მოგვიწიოს მუშაობა – მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთლის გამზირის სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურა იანვრის ბოლოს უნდა იყოს დამთავრებული და მოძრაობა აღდგენილი. ეს პირობა აუცილებლად შესრულდება.
თქვა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულება გაუწყვიტა, თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ეს ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების ვადაზე არ იმოქმედებს და ადგილზე საავტომობილო მოძრაობა სრულად დათქმულ დროს (იანვრის ბოლოს) აღდგება.