დონალდ ტრამპი – ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ

ბირთვული იარაღის გამოცდას სხვა ქვეყნების მსგავსად ჩავატარებთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ბირთვული ქობინების აფეთქებას, -ის პრეზიდენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.
„არ მსურს ამის შესახებ გითხრათ. მაგრამ, ჩვენ ბირთვულ იარაღს ისე გამოვცდით, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. ჩვენ სხვა ქვეყნებზე მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს და ისინი უნდა გამოვცადოთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, უახლოეს რამდენიმე დღეში აშშ-ში ბირთვული არსენალის შენახვაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ ბირთვული იარაღის გამოცდა არ განაახლონ