14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე, შესაძლოა, მისი თანაკლასელები გამოიკითხონ

14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. მიმდინარეობს მოკლული მოზარდის დედისა და ბიძის ეპიზოდის არსებითი განხილვა.
პროცესზე დაგეგმილია მოწმეების, მათ შორის, აითაჯის მეზობლებისა და კლასელების გამოკითხვა.
ადვოკატის, ალი ბადიროვის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, სავარაუდოდ, აითაჯის სკოლის წარმომადგენლები და კლასელები დაიკითხებიან.
“ბრალდების მხარის ხუთი მოწმის დაკითხვა იგეგმება. ხუთივე დმანისის მაცხოვრებელი იქება, ალბათ, აითაჯის სკოლისა წარმომადგენლები და მისი კლასელები იგულისხმება. ორივე დუმილის უფლებას იყენებს. არცერთი არ აღიარებს. ბიძა ამ,ბობს, რომ მისცა რჩევა დარჩენილიყო, ხოლო დედა ტიროდა და არ დარჩეო. ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რაც მოწმემ დაადასტურა და აითაჯმა თავისი ნებით გადაწყვიტა დარჩენა”, – განაცხადა ალი ბადიროვმა.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 14 წლის გოგონა ექვს ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც მანამდე ქორწინების მიზნით მას თავისუფლება აღუკვეთა. გამოძიება არასრულწლოვნის დედას და ბიძას, ქორწინების იძულებას და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

ასევე დაგაინტერესებთ