16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. ჩვენ ვზეიმობთ ტოლერანტობასა და მრავალფეროვნებას – ეს ორივე ღირებულება ევროკავშირისთვის საკვანძოა. ისინი აუცილებელია დემოკრატიული, ინკლუზიური და თანასწორი საზოგადოების უზრუნველსაყოფად.
ახლახან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიამ რეკომენდაცია მიიღო. ეს რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უმცირესობების დაცვა, მრავალფეროვნების პატივისცემა და რწმენის თავისუფლება ის ღირებულებებია, რომლებზეც საქართველო თავისი ისტორიის მანძილზე ზრუნავდა. საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე ამ ღირებულებების წინ წამწევი მუდმივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესი იქნება.