როდესაც გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული ელჩი ბედავს და პირდაპირ ახალისებს რადიკალიზმს, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ის პიროვნულად არ ეთანხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს

როდესაც გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული ელჩი ბედავს და პირდაპირ ახალისებს რადიკალიზმს, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ის პიროვნულად არ ეთანხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი პეტერ ფიშერის მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და მის ქმედებებს მედიასთან ეხმიანება. „მე ვიტოვებ იმედს, რომ ეს არ არის იმ სახელმწიფოს [გერმანიის] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც პეტერ ფიშერი წარმოადგენს“- აღნიშნა ექსპერტმა და განმარტა, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები რეგულირდება წესებით, პეტერ ფიშერის პროფესიული მოვალეობაა პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის გადაწყვეტილებას მეორე სახელმწიფოსთან ურთიერთობების შესახებ. იმედოვნებს, რომ გერმანიის სახელმწიფოსა და პეტერ ფიშერის პოზიციები საქართველოს ინტერესებისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ ერთმანეთს არ ემთხვევა. „[პეტერ ფიშერის ჩართულობა რადიკალურ პროცესებში] ცალსახად არის ხელოვნურად შექმნილი ფონი, რომელიც ასაზრდოებს ოპოზიციურ სპექტრს. ანუ როდესაც გერმანიიდან ახლახან დაბრუნებული ელჩი ბედავს და უერთდება ქუჩაში, პროტესტზე მდგარ ადამიანებს და პირდაპირ ახალისებს რადიკალიზმს, ეს ცალსახად არის დადასტურება იმისა, რომ ის [გერმანიის ელჩი] პიროვნულად არ ეთანხმება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს და მისთვის მიუღებელია მოქმედი ხელისუფლება.
მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის მხოლოდ მისი პიროვნული დამოკიდებულება. პეტერ ფიშერი, ამ დამოკიდებულებისა და სტატუსის გამოყენებით, ცდილობს რაღაც საპროტესტო მუხტის შექმნას და გარედან მართული პროცესების განვითარებას. მე ვიტოვებ იმედს, რომ ეს არ არის იმ სახელმწიფოს [გერმანიის] დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომელსაც პეტერ ფიშერი წარმოადგენს. დიპლომატიური ურთიერთობა სახელმწიფოებს შორის კონკრეტული წესებით რეგულირდება, აქედან გამომდინარე, მე არ ვუშვებ იმას, რომ პეტერ ფიშერის განცხადებები და მისი პოზიციები გერმანიის სახელმწიფოს პოზიციას ემთხვევა. როდესაც ხარ კონკრეტული სახელმწიფოს წარმოდგენილი საქართველოში, მინიმუმ პროფესიული ვალდებულება გაქვს, რომ პატივი სცე შენივე ქვეყნის გადაწყვეტილებას თუ რა სახის ურთიერთობა სურს ჩვენს სახელმწიფოსთან. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოხდება ამ საკითხის გააზრება პოლიტიკურ დონეზე და თუ ჩვენს სახელმწიფოებს შორის ხიდჩატეხილობის მცდელობებია, სამომავლოდ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები ამ ადამიანის [პეტერ ფიშერის] პოზიციით არ გადაიფაროს და რისკის ქვეშ არ დადგეს. მე არ ვუშვებ იმას, რომ ამ ადამიანის სახელით გვესაუბრება სახელმწიფო,“- განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.