ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას, რომელსაც მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს და შემდეგ ამ განცხადებით საზოგადოებას ესაუბრებიან, შანსი ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს – იმედია, მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან

როდესაც ჩვენს ოპოზიციას ასეთ მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს, კარნახობს და მერე ამ განცხადებით ქართველ საზოგადოებას ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერანაირი შანსი და შესაძლებლობა ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს ან ჯანსაღად აკრიტიკოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა რითაც გამოეხმაურა Prime Time – ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ადგილობრივ ოპოზიციას ბრიუსელიდან ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.
სამხარაძე იმედოვნებს, რომ მალე ქართულ პოლიტიკაში იქნებიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებიც განცხადებასაც თვითონ დაწერენ, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თვითონ დაგეგმავენ და ხელისუფლებასთან ოპონირებაშიც თვითონ შეძლებენ კონკრეტულ თემებზე დისკუსიას.
„ეს ქართული საზოგადოებისთვის სიახლე არ არის – მათ კარგად იციან, რომ ჩვენი ოპონენტები, პოლიტიკური ოპოზიცია, ერთ ნაბიჯსაც ვერ დგამს ისე, რომ უცხოეთთან არ შეათანხმონ. რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა არის ის, რომ ისინი ასეთ მარტივ განცხადებასაც ვერ წერენ თვითონ. განცხადებას, რომელიც უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან რუსთაველზე ჩამოსეირნებას ეხება. ამ განცხადებაშიც კი უცხოელები ეხმარებიან, რაც საგანგაშო ვითარებაა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია არსებობდეს ოპოზიცია და ჯანსაღი ოპოზიციური ძალები. როდესაც ჩვენს ოპოზიციას ასეთ მარტივ განცხადებასაც კი ვიღაც უწერს, კარნახობს და მერე ამ განცხადებით ქართველ საზოგადოებას ესაუბრებიან, რა თქმა უნდა, ოპოზიციას ვერანაირი შანსი და შესაძლებლობა ვერ ექნება, რომ ხელისუფლებას ოპონირება გაუწიოს ან ჯანსაღად აკრიტიკოს. ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა ქართულ პოლიტიკაში და იმედი მაქვს, რომ მალე ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნებიან და იქნებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც განცხადებასაც თვითონ დაწერენ, პოლიტიკურ ნაბიჯებსაც თვითონ დაგეგმავენ და ხელისუფლებასთან ოპონირებაშიც თვითონ შეძლებენ კონკრეტულ თემებზე დისკუსია. ქართული დემოკრატიისთვის ეს არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო ბანკი – საქართველოს შეუძლია მშპ-ის 4%-მდე ზრდა და ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა მდგრადობაში ინვესტირებით – ასევე, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ გაძლიერდება, თუ პროცესს კერძო კომპანიები გაუძღვებიან