ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური, კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა – ანჯეი დუდა

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტ ს შეხვდა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
დუდას თქმით, ლიდერებმა ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ ისაუბრეს.
“მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა უკრაინის მიმართ იქნება სტაბილური, კვლავ გვექნება უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკა. დავარწმუნე, რომ მას შეუძლია, მშვიდად დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან, რომელიც რამდენიმე დღეში კიევში ჩავა”, – წერს დუდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი