„სანახავია, რა დაჯდა ს საავადმყოფოში ყოფნა?„ – პაპუაშვილი

სამ წელზე მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულების ნაცვლად, საავადმყოფოში იყო – სანახავია, რა დაჯდა მისი საავადმყოფოში ყოფნა? გვაინტერესებს, რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას გამოეხმაურა.
პაპუაშვილის შეფასებით, სააკაშვილის საავადმყოფოში ყოფნის მიზეზი „ის ისტერია იყო, რომელიც ბრიუსელმა და მისმა ელჩმა ცრუ ნარატივზე დაყრდნობით აწარმოვა.“
„ელჩი სხვა ელჩებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში მივიდა დემარშით და სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა, რეალურად, მისი გათავისუფლება მოითხოვეს. ეს არის „ენჯეოების“, მაშინდელი სახალხო დამცველის ყალბი დასკვნები, თითქოს დემენცია ჰქონდა. გახსოვთ პრეზიდენტი ზელენსკი და სანდუ, რომლებიც ტყუილებს ამბობდნენ მიხეილ სააკაშვილთანდაკავშირებით თითქოს, მათ აწამებდნენ. სანდუ და ზელენსკი ევროინტეგრაციის ტაშდაკრული ლიდერები რომ არიან, გამოვიდნენ და თქვეს ტყუილი და ამის შემდეგ ბოდიში არც სანდუს, არც ზელენსკის და არც ჰერჩინსკის არ მოუხდიათ, რომელიც იუსტიციის მინისტრთან დემარშით მივიდა. ამ დემარშიდან რამდენიმე კვირაში სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ისეთი არაფერი სჭირდა, რომ მისი სხვაგან გადაყვანა მომხდარიყო.
მთლიანი ეს პროცესი ბრიუსელის ისტერიის შედეგი და ნაწილი იყო, რომლითაც საქართველოში ცრუ ნარატივების გამყარება შეძლეს…
ეს ყველაფერი დასრულდა, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია, სადაც უნდა იყოს. ხედავთ, რომ ხმას ვერ იღებს გადაყვანასთან დაკავშირებით, რადგან ამ ცირკს ვერც ის დადგამს და არცერთ ელჩს და ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არცერთ ცირკის საშუალებას არ მისცემს.
ერთი რამ მაინტერესებს, ალბათ, სანახავია – რა დაჯდა მისი ყოფნა საავადმყოფოში? გვაინტერესებს რა თანხა არის ეს და მერე უნდა მივაკითხოთ ბრიუსელის იმ ბიუროკრატებს, რომლებმაც ეს ხარჯები ქართველ ხალხს უნდა აუნაზღაურონ, რადგან საინტერესოა, მათი ეს ისტერია და ყალბი ნარატივები ქართველ ხალხს რა დაუჯდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.