პარლამენტთან ჯებირის დაზიანებისთვის მსჯავრდებულმა საბა მეფარიშვილმა წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებაში მსჯავრდებულმა საბა მეფარიშვილმა საპატიმრო დატოვა.
საპატიმრო დაწესებულების დატოვებისას საბა მეფარიშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2.5 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1.5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწიათ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია