ჯანდაცვის სამინისტრო – შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვები გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+-ით შეძლებენ სარგებლობას

შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვები გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+-ით შეძლებენ სარგებლობას.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვების საჭიროებებისა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ, მიაღწია შეთანხმებას სენსორების მწარმოებელ კომპანია Abbott laboratories-თან და გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ შეიძინა. მონიტორინგის მოწყობილობებს კი ის პაციენტები მიიღებენ, რომელთაც სენსორის გამოყენების საჭიროება აქვთ.
„მოწყობილობის მისაღებად, განაცხადების მიღება დაიწყო და მათი გაცემა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი.
კრიტერიუმების დადგენის მიზნით, დარგის ექიმ-სპეციალისტებს, ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა. შეხვედრაზე, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა Libre 2+ -ის საჭიროების განმსაზღვრელ პარამეტრებსა და კლინიკურ ფაქტორებზე იმსჯელეს.
FreeStyle Libre 2+ სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემაა, რომელიც შედგება 2 კომპონენტისგან – სენსორი და წამკითხველი. სენსორის მოქმედების ვადა 15 დღეა, ხოლო წამკითხველი მონაცემებს 90 დღის განმავლობაში ინახავს.
საქართველოს სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის, ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ცხელი ხაზი. ტექნიკური მხარდაჭერის ან წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 800 00 80 77, სამუშაო დღეებში 09:00 საათიდან – 17:00 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვები, 2022 წლიდან, ასევე, უზრუნველყოფილები არიან ამერიკულ-ირლანდიური კომპანია Medtronic-ის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის მაღალტექნოლოგიური სისტემებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით