Fox News – ჰავაის სანაპირო ზოლთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო გემის აღმოჩენამ -ის სანაპირო დაცვის რეაგირება გამოიწვია

აშშ-ის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ 29 ოქტომბერს -ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს რუსული სამხედრო სადაზვერვო ხომალდი აღმოაჩინა და მონიტორინგი განახორციელა, – ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური პირების თქმით, „ვიშნიას“ კლასის სადაზვერვო ხომალდი ოაჰუდან სამხრეთით დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვამ ს ფედერაციის საზღვაო ძალების დამხმარე გენერალური დაზვერვის გემ „კარელიას“ უსაფრთხო და პროფესიონალური გადაფრენით და გემის მახლობლად ტრანზიტით უპასუხა.
სანაპირო დაცვა განმარტავს, რომ მოქმედებს რა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათი პერსონალი აკონტროლებს გემის მოქმედებას აშშ-ის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს, რათა უზრუნველყოს ამ ტერიტორიაზე მოქმედი აშშ-ის გემების საზღვაო უსაფრთხოება.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სანაპირო დაცვის თანამშრომლები ასევე გააკონტროლებენ გემს სამშობლოს თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად.
„აშშ-ის სანაპირო დაცვა რეგულარულად აკონტროლებს საზღვაო აქტივობას ჰავაის კუნძულების გარშემო და მთელ წყნარ ოკეანეში, რათა უზრუნველყოს აშშ-ის წყლების უსაფრთხოება“, – განაცხადა სანაპირო დაცვის ოკეანეთის ოლქის რეაგირების უფროსმა, კაპიტანმა მეთიუ ჩონგმა.
აშშ-ის არმიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ „ვიშნიას“ კლასის გემები დაზვერვის მონაცემების შეგროვებისთვისაა განკუთვნილი, ისინი შეიარაღებულები არიან AK-630 ტიპის ახლო მანძილზე მოქმედი ორი იარაღის სისტემით და SA-N-8 მიწა-ჰაერი კლასის რაკეტების გამშვები სისტემებით, რაც უკიდურეს შემთხვევაში თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ იმედი გვქონდა, გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა, მაგრამ რამდენიმე დღე არ გასულა და მასხრად აგვიგდო – გერმანიის საგარეო უწყება ჩამოყალიბდეს, ხიდების გადება სურს თუ ამ ხიდების დაწვა?

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს – რაკეტის ნამსხვრევები აზერბაიჯანის საელჩოს მოხვდა – ევროპას და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ დახმარება და რეალურ გადაწყვეტილებებს ველოდებით