ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს – რა კონკრეტულ პირობებს შეასრულებენ და “ჰამასი”

ომში ჩართულმა მხარეებმა, ღაზის სექტორში მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით, შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას კატარი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, კატარისა და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმებული გარიგების თანახმად, მედიკამენტები “ჰამასის” მძევლებს გადაეცემათ, სანაცვლოდ კი ანკლავში პირველადი საჭიროების უფრო მეტ პროდუქტს დაუშვებს.
პარალელურად, ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ შემდგომი მოლაპარაკებები დარჩენილი მძევლების გათავისუფლებამდეც მივა. სავარაუდოდ, ღაზაში ამჟამად 132-ზე მეტი მძევალია.
კონკრეტული შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, სექტორში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები იუწყებიან, რომ გასულ დღეს ღაზის სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 25 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესობა რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეაჩერა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის დაბრუნება აქტიურ პოლიტიკაში შეიძლება შეფასდეს, როგორც დროული და საჭირო ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს მისი პოტენციალის გამოყენებას და სახელმწიფოს მართვის ხარისხის გაუმჯობესებას

გია აბაშიძე: ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინატორი სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის უფლებამოსილება გაცილებით მაღალი და საპასუხისმგებლოა; ვინც ვერ ერკვევა და ნაცსპიკერობს, გრამატიკულ შეცდომებს მიხედოს